კინოფესტივალი The Taste of Independence

ომის მიუხედავად, უკრაინა უმასპინძლებს კინოფესტივალს “The Taste of Independence”

ბავშვებისა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების დაწესებულებების ევროპული ასოციაცია (EAICY) პარტნიორებთან: საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალთან „თაობა“ (საქართველო) და ბავშვების და ახალგაზრდების ანიმაციის ფესტივალთან „ANIMOK“ ერთად, უკრაინელი ბავშვებისთვის ატარებს კინოფესტივალს „დამოუკიდებლობის გემო“, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება.

პირველი საფესტივალო გამოშვება 2022 წლის 22-23 აგვისტოს გაიმართება. პროგრამა მოიცავს ქართველი და დანიელი კინოხელოვანების მიერ შექმნილ სრულმეტრაჟიან, მოკლემეტრაჟიან და ანიმაციურ ფილმებს.

კინოფესტივალი ონლაინ ფორმატში ჩატარდება და მას უკრაინის სკოლისგარეშე განათლების სახელმწიფო ცენტრი უმასპინძლებს, რომელიც სკოლისგარეშე განათლების წამყვანი ინსტიტუციაა უკრაინაში.

ფესტივალის აუდიტორიას, ევროპული კინოს მაყურებელი, ათასობით ბავშვი და ახალგაზრდა წარმოადგენს. იგეგმება, რომ ფესტივალი ყოველწლიური გახდეს და მასში ჩაერთონ კინოპროფესიონალები, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მშვიდობას მსოფლიოში.

კინოჩვენებები:

22.08.2022 – ახალგაზრდებისა და ზრდასრული აუდიტორიისთვის

  • მოუსმინე სიჩუმეს (საქართველო, 2016, 80′). რეჟისორი მარიამ ჭაჭია
  • უცნაური ხმა (დანია, 2013. 6′). ANIMOK children and youth animation festival, a part of The Animation Workshop, VIA university college
  • თუთიყუში მოშორებით (დანია, 2015, 6′). ANIMOK children and youth animation festival, a part of The Animation Workshop, VIA university college

23.08.2022 – ბავშვებისთვის

  • გუშაგები (საქართველო, 2021, 26′). რეჟისორი სანდრო სულაძე
  • ზოლემია (საქართველო, 2021, 9′). რეჟისორი ნინა სამანიშვილი
  • ჟელე (დანია, 2022, 1′). ANIMOK children and youth animation festival, a part of The Animation Workshop, VIA university college
  • დინგ-დონგ (დანია, 2022, 1′). ANIMOK children and youth animation festival, a part of The Animation Workshop, VIA university college
  • არ დამივიწყო (დანია, 2019. 7′). ANIMOK children and youth animation festival, a part of The Animation Workshop, VIA university college
  • გასეირნება (დანია, 2012, 5′). ANIMOK children and youth animation festival, a part of The Animation Workshop, VIA university college

ორგანიზატორები მადლობას უხდიან ყველა კინოხელოვანს, ვინც შეუერთდა ფესტივალის პირველ გამოშვებას.

შენიშვნა: უკრაინის დამოუკიდებლობის დღე ყოველწლიურად აღინიშნება 24 აგვისტოს.

ბავშვებისა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების დაწესებულებების ევროპული ასოციაცია არის ევროპული ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს არაფორმალური განათლების ორგანიზაციების ეროვნულ პლატფორმებსა და არაფორმალური განათლების დაწესებულებებს.

უკრაინის არაფორმალური განათლების დაწესებულებების სახელმწიფო ცენტრი – უკრაინის წარმომადგენელი EAICY-ში, არის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც კოორდინაციას უწევს სკოლისგარეშე განათლების დაწესებულებების საქმიანობას მხატვრულ და ესთეტიკურ მიმართულებებსა და STEM განათლებაში.

2018 წელს, ეროვნული სასახლისა და კულტურისა და განათლების ფონდის მიერ დაარსებული კინოფესტივალი „თაობა“ არის ერთადერთი საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი საქართველოში, რომელიც ემსახურება ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებას და კინოგანათლების ხელშეწყობას.

ANIMOK არის დანიური ანიმაციური ფესტივალი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. ANIMOK-ის მიზანია ბავშვებისთვის სოციალური, კულტურული და შემოქმედებითი საკითხების განვითარება. ANIMOK მუშაობს ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო ინიციატივებთან. ANIMOK არის The Animation Workshop/VIA University College (TAW) ნაწილი და აქვს გამოცდილება განათლების, კულტურის, კომუნიკაციისა და ბიზნესის განვითარების სფეროებში. იგი სარგებლობს ხელოვანთა, პროფესიონალების, კომპანიების, დამფინანსებელი ინსტიტუციებისა და პარტნიორი სკოლების ძლიერი საერთაშორისო ქსელით.

Comments are closed.