Back

ახალგაზრდა კინოკრიტიკოსები

ფესტივალის მიერ შემუშავებული კურსი განკუთვნილია კინოკრიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.

პროფესიონალი კინომცოდნის მენტორობით, 20 წინასწარ შერჩეული ახალგაზრდა სწავლობს კინოს ისტორიას, ფილმების ანალიზსა და რეცენზიებზე მუშაობას. მონაწილეების მიერ დაწერილი რეცენზიები განთავსდება საიტზე www.youngcritics.ge

სასწავლო კურსი ახალგაზრდებს აძლევს საჭირო თეორიულ ცოდნასა და პროფესიული უნარები. კურსის დასრულების შემდგომ, მონაწილეები იღებენ აკრედიტაციებს კინოფესტივალ „თაობაზე“.

მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფი: 16-დან 20 წლის ჩათვლით.

მხარდამჭერი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია