Back

თანამშრომლობა

ჩვენ ვქმნით მდგრად თანამშრომლობას ორგანიზაციებთან, რომლებიც მხარს უჭერენ ახალგაზრდების განვითარებას. ფესტივალი სახელმწიფო ინსტიტუტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, უცხოური კინოფესტივალების და კერძო სექტორის სწრაფად მზარდი ქსელის დამსახურებით შეიქმნა და მუდმივად ვითარდება. წლების განმავლობაში „თაობამ“ მოიპოვა ევროპის ფესტივალების ასოციაციის ხარისხის ნიშანი, გახდა ევროპული კინოაკადემიის პროექტის „ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო“ ორგანიზატორი საქართველოში და ევროპის საბავშვო ფილმების ასოციაციის წევრი, დაამყარა თანამშრომლობა ათობით მსგავსი ტიპის ფესტივალსა და კინოგანათლების ორგანიზაციასთან მსოფლიოს მასშტაბით. მსგავს ფესტივალებთან და კინოგანათლების ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ვიზიარებთ საუკეთესო გამოცდილებას და ახალგაზრდებისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით.

ჩვენ მუდმივად ვეძებთ ახალ პარტნიორებს და მზად ვართ განვიხილოთ თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი.

რატომ უნდა ითანამშრომლოთ ჩვენთან

  • ინვესტიცია ახალი თაობის განვითარებაში
  • ბრენდის ხილვადობის ზრდა
  • კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
  • პოზიტიური რეპუტაციის ამაღლება
  • თქვენი სერვისის/პროდუქტის წარმოჩენა
  • სოციალური ცვლილებების მხარდაჭერა
  • ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლობა