



თაობა 2022
5 წელი ახალი თაობისთვის
თარიღი: 12-16 სექტემბერი, 2022
ადგილი: თბილისი, საქართველო

რეგისტრაცია
Taoba 2022
ფესტივალის მეხუთე საფესტივალო გამოშვება ჩატარდება ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და ა(ა)იპ კულტურის და განათლების ფონდის მიერ თბილისში, 2022 წლის 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით.
დარეგისტირება შეუძლიათ 13-18 წლის ახალგაზრდებს, შერჩეული მონაწილეები განაწილდებიან შემდეგ საფესტივალო სექციებში:
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი - 13-15 წლის ახალგაზრდები
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი - 16-18 წლის ახალგაზრდები
ფესტივალის მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და ინტერესი კინოხელოვნების მიმართ.
პროექტის მხარდამჭერები: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, იტალიის საელჩო, გოეთეს ინსტიტუტი, ფრანგული ინსტიტუტი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 აგვისტო.
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
info@taobaff.ge
https://www.facebook.com/TaobaFF/
2021 წლის საფესტივალო გამოშვება
თაობა 2021
მეოთხე საფესტივალო გამოშვება 2021 წლის 25-30 სექტემბერს ჩატარდა. ფესტივალი 25 სექტემბერს გაიხსნა კინოთეატრ ამირანის დიდ დარბაზში გერმანული ფილმის „ჯიმ ბატონი და ველური 13“ ქართული პრემიერით. 26-29 სექტემბერს საკონკურსო კინოჩვენებები, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ჩატარდა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში. წარმოდგენილი იყო 19 მოკლემეტრაჟიანი და 4 სრულმეტრაჟიანი საკონკურსო ფილმი.
კონკურსის წესით შეირჩა 25 სტუდენტი, რომლებმაც 28 სექტემბერს მონაწილეობა მიიღეს პროექტში „თაობის აკადემია“. 6 სალექციო საათის განმავლობაში დრამატურგი თამარ ბართაია სტუდენტებს ასწავლიდა კინოდრამატურგიის ძირითად საკითხებს.
მონაწილეთა შეფასება 2021
ახალგაზრდების კვლევის შედეგები
ფესტივალის არქივი
2018-2021
Our mission is to provide quality English language instruction through a variety of courses to international and local students in a professional and supportive.
სიახლეები
ფესტივალის ახალი ამბები









