Back

თაობა 2022 – ანონსი

თაობის მე-5 საფესტივალო გამოშვება 2022 წლის 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება.

2018 წელს ეროვნული სასახლისა და კულტურის და განათლების ფონდის მიერ დაარსებული „თაობა“ არის სრულად ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებაზე ორიენტირებული, ერთადერთი საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი საქართველოში, რომელიც ახდენს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე გადაღებული ფილმების ჩვენებას და მოზარდების ჩართვას მოდერირებულ დისკუსიებში. ასევე, უზრუნველყოფს სხვა ფესტივალებთან თანამშრომლობის, ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის შესაძლებლობების შექმნას. 2022 წლის საფესტივალო გამოშვება 12-დან 16 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება თბილისში (კინოთეატრი ამირანი). ფესტივალის ძირითად პროგრამაში 6 ქვეყნის, 13-18 წლის, 300 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალის განსაკუთრებული მხარდამჭერები არიან: თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო; კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი; საფრანგეთის საელჩო; იტალიის საელჩო; საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კინოთეატრი ამირანი.

Taoba
Taoba
https://taobaff.ge