Back

წარმატებული მე-5 ფესტივალი

ეროვნული სასახლისა და კულტურის და განათლების ფონდის მიერ, 2022 წლის 12-დან 16 სექტემბერის ჩათვლით ჩატარდა საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა“ მეხუთე საფესტივალო გამოშვება. რომელშიც, ყოველდღიურად 300-მდე ადამიანი იყო ჩართული. ფესტივალში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები და სფეროს პროფესიონალები შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, იტალია, თურქეთი, სომხეთი, შვეიცარია, პოლონეთი, ირანი, საფრანგეთი, ყაზახეთი, ესტონეთი, ფინეთი.

ძირითად საფესტივალო პროგრამაში ნაჩვენებ იქნა 20 მოკლემეტრაჟიანი და 4 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ყოველი კინოჩვენების შემდგომ ტარდებოდა მოდერირებული დისკუსია, რის დროსაც მონაწილე ახალგაზრდები გამოხატავდნენ საკუთარ აზრს ფილმებში ნაჩვენები საკითხების შესახებ. ახალგაზრდები შეხვდნენ კონკურსის მონაწილე ფილმების: „მშვიდობით, საბჭოთა კავშირო“, „გუშაგები“, „ახალი მე“, „მარცხის დრო“, „ქალის პორტრეტი შორიდან“ რეჟისორებსა და მსახიობებს.

„თაობას“ მონაწილე ახალგაზრდებმა ხმათა უმრავლესობით გამოავლინეს ფესტივალის გამარჯვებული ფილმები:
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი: „გუშაგები“ -რეჟისორი სანდრო სულაძე;
სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი: „მშვიდობით, საბჭოთა კავშირო“ – რეჟისორი ლაური რანდლა.

ორივე გამარჯვებულ რეჟისორს, ფესტივალის სახელით, ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო გადაეცა.

საგანმანათლებლო პროგრამამ (ლექციები/მასტერკლასები) შეადგინა 34 საათი. ლექციების თემატიკას წარმოადგენდა: “თანამედროვე თეატრი”, “მუსიკა თეატრში და თეატრს გარეთ”, “როგორ წავიკითხოთ კინო: ბავშვები და ამბოხი”, “ვორქშოფი ფოტოგრაფიაში, პორტრეტის შექმნის ხელოვნება”, “რეჟისორის პირველი ნაბიჯები და გამოწვევები თანამედროვე ქართულ კინოში – როგორ შევქმნათ ფილმი ბიუჯეტის გარეშე”, “ანიმაციის შექმნის სპეციფიკა”, “ბავშვები კინოში”, “Seerfits, NTF და NFT-ის გამოწვევები”, “კინო და ფოტოგრაფია”, “ფოტოგრაფიის ძირითადი ცნებები და პრინციპები”, “ვიზუალური ხელოვნების შექმნის სპეციფიკა”, “როგორ შევქმნათ პერსონაჟი”, “ქართული კინოს ანალიზი ისტორიულ კონტექსტში”

კონკურსის წესით შეირჩა 25 სტუდენტი, რომლებმაც 13-15 სექტემბერს მონაწილეობა მიიღეს პროექტში „თაობის აკადემია“. 6 სალექციო საათის განმავლობაში რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი სტუდენტებს ასწავლიდა კინოწარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს რეჟისორისა და პროდიუსერის პერსპექტივიდან.

თაობა 2022-ის სპეციალური სტუმრები იყვნენ იტალიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, ლუკა ჩიქოვანი და იყო იტალიელი ბლოგერი მატეო პელუსი, რომლებიც ახალგაზრდა აუდიტორიას კონტენტის შექმნასა და ციფრულ პლატფორმებზე ესაუბრნენ.

ფესტივალს სამუშაო ვიზიტით ესწრებოდა ყველაზე მასშტაბური ევროპული ახალგაზრდული კინოფესტივალის „ჯიფონი“ აღმასრულებელი დირექტორი, იაკოპო გუბიტოსი. თაობასა და ჯიფონის ფესტივალს შორის შედგა შეთანხმება ქართული და იტალიური კულტურის ერთობლივად პოპულარიზების შესახებ.

ფესტივალი დასრულდა 16 სექტემბერს, ორბელიანის მოედანზე, ქართული ბენდის 4D Monster Lobstrers-ის საჯარო კონცერტით, რომელსაც 4 000-მდე ადამიანი დაესწრო

„თაობის“ მხარდამჭერები:
ქალაქ თბილისის მერია
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი;
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი;
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი;
იტალიის საელჩო საქართველოში;
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი;
ქარავანი ორბელიანზე;
კინოთეატრი ამირანი.

Taoba
Taoba
https://taobaff.ge