Back

თაობის აკადემია 2020

2020 წლის 25 სექტემბერს ბოლნისის მუზეუმმა (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) თაობის აკადემიას უმასპინძლა, რომელშიც 45 ახალგაზრდა იყო ჩართული. 19-დან 22 წლამდე ასაკის სტუდენტები დაესწრნენ ახალგაზრდა, ქართველი კინოპროფესიონალების ლექციებს. მოწვეული სპიკერები იყვნენ:

  • უტა ბერია – კინორეჟისორი
  • დათა ფირცხალავა – კინორეჟისორი
  • ნუცა წიქარიძე – დრამატურგი და პროდიუსერი

სპიკერებმა ასევე ისაუბრეს უტა ბერიას ახალი ფილმის “უარყოფითი რიცხვების” გადაღების პროცესზე, რომელიც წარდგენილია ფესტივალის სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში.

Taoba
Taoba
https://taobaff.ge