Back

თაობა 2022-ის გამარჯვებულები

მე-5 საფესტივალო გამოშვების დასასრულს, ახალაგაზრდებმა გამარჯვებული ფილმები გამოავლინეს. წელს, ფესტივალში მონაწილეობდნენ კინოპროფესიონალები და ახალგაზრდები საქართველოდან, სომხეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, პოლონეთიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ფინეთიდან, ესტონეთიდან და საფრანგეთიდან.

ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის: „ნახვამდის, საბჭოთა კავშირო“
ესტონელი რეჟისორის, ლაური რანდლას ფილმის (ესტონეთი, ფინეთი, 2020) მთავარ გმირს, იოჰანესს, საინტერესო ცხოვრება აქვს. დედამისი მარტოხელა, ახალგაზრდა ქალია, რომელმაც შვილი ნაადრევად გააჩინა, თანაც ეს ყველაფერი მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი დაშლის პირას იყო. იოჰანესის ბედისწერაც თითქოს ასე შემოისაზღვრა – ის ყოველთვის განცალკევებულია საყვარელი ადამიანებისგან და ყველა განსხვავებულად აღიქვამს. თუმცა მის გულში მაინც დარჩა ადგილი ჩეჩენი გოგოს სიყვარულისთვის.

ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო საუკეთესო მოკლემტრაჟიანი ფილმისთვის: „გუშაგები“
სანდრო სულაძის ფილმი (საქართველო, 2021) რამდენიმე დღით მარტო დარჩენილ პატარა ძმებზე გვიყვება, რომელთაცამოუცნობ მტერთან და საკუთარ ფანტაზიებთან გამკლავება უწევთ.

ვულოცავთ ლაური რანდლასა და სანდრო სულაძეს დამსახურებულ გამარჯვებას. ასევე მადლობას ვუხდით ყველა „თაობელ“ ახალგაზრდას, რეჟისორებს, კინოპროფესიონალებს, ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებს, წლევანდელ საფესტივალო გამოშვებაში ჩართულობისთვის.

Taoba
Taoba
https://taobaff.ge