ფესტივალის მე-5 გამოშვებას, ჯიფონის კინოფესტივალის დირექტორი იაკოპო გუბიტოსი დაესწრო.
ჯიფონის კინოფესტივალი, რომელიც იტალიასი 1971 წელს დაარსდა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ახალგაზრდული კინოფესტივალია. მასში ყოველწლიურად 5000-მდე ბავშვი და ახალგაზრდა მონაწილეობს და 180 000-მდე ადამიანი სტუმრობს.
თაობისა და ჯიფონის კინოფესტივალების დირექტორებს შორის რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელთა შედეგადაც შედგა შეთანხმება ქართული და იტალიური კულტურის ერთობლივად პოპულარიზების შესახებ.
ორ ფესტივალს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოსა და იტალის შორის კულტურისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღღმავების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ფესტივალებს შორის მოქმედებს ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამა.