Back

ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო 4 ქალაქში ჩატარდა

2022 წლის 12 ნოემბერს, „თაობამ“ წარმატებით ჩაატარა ევროპული კინოს დაჯილდოვების ოფიციალური კატეგორია „ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდო“ თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ადგილობრივ 12-14 წლის მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ 3 სრულმეტრაჟიანი ფილმის ჩვენებას, მონაწილეობა მიეღოთ მოდერირებულ დისკუსებში და ხმა მიეცათ საუკეთესო ფილმისთვის.

პროექტმა 70-ზე მეტი ევროპული ქალაქი მოიცვა. საქართველოდან კი მასში 200-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო. პროექტის ქართველი თანაორგანიზატორები: აჭარის მოსწავლე-ახალაგაზრდობის სასახლე, ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე.

Taoba
Taoba
https://taobaff.ge