თაობა 2022 – მონაწილეთა რეგისტრაცია

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი "თაობა" აცხადებს მონაწილეთა მიღებას!

ფესტივალის მეხუთე საფესტივალო გამოშვება ჩატარდება ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და ა(ა)იპ კულტურის და განათლების ფონდის მიერ თბილისში, 2022 წლის 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით. შერჩეული ახალგაზრდები ნახავენ წინასწარ შერჩეულ ფილმებს და გამოავლენენ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს და საუკეთესო სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს, რომელთა რეჟისორებსაც "თაობას" სახელით გადაეცემათ ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოები. კინოფესტივალის პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და გასართობ აქტივობებს.

დარეგისტირება შეუძლიათ 13-18 წლის ახალგაზრდებს, შერჩეული მონაწილეები განაწილდებიან შემდეგ საფესტივალო სექციებში:

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი - 13-15 წლის ახალგაზრდები

სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი - 16-18 წლის ახალგაზრდები

ფესტივალის მონაწილეობის მსურველებს უნდა ჰქონდეთ ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და ინტერესი კინოხელოვნების მიმართ.

შემოსულ განაცხადებს განიხილავს სპეციალური კომისია, შერჩეულ მოზარდებს დაუკავშირდებიან პირადად, რეგისტრაციისას მითითებული ელ-ფოსტის ან საკონტაქტო ტელეფონის ნომრის საშუალებით, არაუგვიანეს 2022 წლის 30 აგვისტოს.

გთხოვთ გაითვალიწინოთ, რადგან ფესტივალი საერთაშორისოა, უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ენაზე გამოგზავნილ სამოტივაციო წერილებს.

"თაობა" ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, იტალიის საელჩოს, გოეთეს ინსტიტუტისა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით ტარდება.

რეგისტრაცია გრძელდება 20 აგვისტომდე.

ფესტივალში მონაწილეობის მიღება უფასოა.

გისურვებთ წარმატებას!

www.taobaff.ge

www.facebook.com/TaobaFF

info@taobaff.ge





Comments are closed.