ძალიან შორს
12 წლის ბენს, როგორც ახალ სკოლაში, ისე საფეხბურთო გუნდში თავის დამკვიდრება უჭირს. ის და მისი ოჯახი იძულებულები იყვნენ, მიეტოვებინათ მშობლიური სოფელი, გერმანიის დასავლეთ რეგიონში ქვანახშირის მოპოვების გამო. ბენი სირიელ ბიჭს, ტარიპს გაიცნობს, რომელსაც სკოლაში დაუმეგობრდება… ბავშვები ნელ-ნელა საერთო ინტერესებსა და დანაკარგებს აღმოაჩენენ..
ფილმი მოწოდებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის კინოარქივის მიერ.