შენი დედაც, გოეთე
ვიღაცამ სკოლა პირდაპირ ამ ადგილას ააშენა სადაც მოცეკვავე ჩარლიმ თავისი შეყვარებულისთვის ფული დამარხა. ყოფილ პატიმარ ზეკ მიულერს სხვა გზა აღარ დარჩა, გოეთეს სრულ სკოლაში თავი მასწავლებლად უნდა გაასაღოს და საგანმანათლებლო სისტემას ახალი პრობლემა შეუქმნას – ყველა დროის ყველაზე გიჟი პედაგოგი გახდეს. ღამღამობით ზაკი ჩუმად თხრის მიწას და ფულს ეძებს. დღისით კი იგი მკაცრი, მაგრამ ეფექტური მეთოდებით დაუმორჩილებელ ბავშვებს მწყობრში აყენებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მოწესრიგებული თანამშრომელი, ლისი შნაბელსტედი გმობს მის არაქრისტიანულ პედაგოგიურ მიდგომებს, მაინც შეუყვარდება ზეკი და ეხმარება კიდეც მას ფულზე უფრო მნიშვნელოვანი, მორალური მთლიანობის დაბრუნებაში.
ფილმი მოწოდებულია საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის კინოარქივის მიერ.