ღამის მორიგე
მიყრუებული პატარა დაბის საავადმყოფოში, ბუნდოვან ვითარებაში პაციენტი ქალი გარდაიცვალა. ადგილზე მისული პოლიცია იწყებს გამოძიებას. დასაკითხად ეძებენ ღამის
მორიგე ექიმ ნინოს (38), რომელსაც შემთხვევის ღამეს გარდაცვლილი ქალის მეთვალყურეობა ევალა. გამოძიებისას ირკვევა რომ პაციენტის გარდაცვალება შესაძლოა არ არის უბედური შემთხვევა, თუმცა პოლიციას პირველადი გამოძიების შედეგად, არ აქვს საკმარისი მტკიცებულება მკვლელობის დასადასტურებლად.