უარყოფითი რიცხვები
არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გამოჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას, მოუწევს არჩევანი გააკეთოს მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის. დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე
უტა ბერიას სადებიუტო ფილმი
მწარმოებელი კომპანია Magnet Film
თანამწარმოებლები: Wide, 39 films, Alief
საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, Eurimages-ისა და CNC-ის ფინანსური მხარდაჭერით