ტიბურტინა 63
ტომასო, კატე, რიგაცი, ბრინო და გრეტა ბინას იზიარებენ ტიბუტინა 63 ში. სახლში მათ მხოლოდ ერთი მთავარი წესი აქვთ – მკაცრად აკრძალულია რომანტიკული ურთიერთობები ოთახის მეზობლებს შორის. ერთ საღამოს დენის წასვლის გამო ბინაში სიბნელე დაისადგურებს. შემოსასვლელი კარის ელექტრონული საკეტი დაბლოკილია ამიტომ „პატიმრები“ დილამდე ვერ დატოვებენ სახლს. ბიჭები გადაწყვეტენ დაისაჩუქრონ თავი ტომასოს მომზადებული „ჯადოსნური“ ნამცხვრის რამდენიმე ნაჭრით. მხოლოდ დღის სინათლე გამოავლენს რომ ვიღაცამ მთავარი წესი დაარღვია, ვინ? და რატომ?