short films

სამაია

ქმართან მორიგი ჩხუბის შემდეგ შეურაცხყოფილი ქალი ძირს დაგდებულ გატეხილ ჩარჩოს იღებს და თავისი ბავშვობის დროინდელ ფოტოს დაჰყურებს, რომელზეც დედ-მამასთან ერთადაა გამოსახული. ფოტოს წარსულში გადავყავართ. ქალს ახსენდება, პატარაობისას როგორ შეესწრო დედ-მამის ჩხუბს, დედამისის დამცირებას. ისევ აწმყოში ვბრუნდებით. ოთახში გოგონა შემორბის და დედას ეხუტება. ეს ბავშვიც, ისევე, როგორც დედამისი, მამის მხრიდან დედაზე ძალადობის შემსწრეა.