დღე, როცა დავიხოცეთ
2015 წლის თებერვალი. ცივი ზამთარი. ფილმის 4 მთავარი გმირი კოპენჰაგენში ცხოვრობს. ეს ის პერიოდია, როცა ევროპა შარლი ებდოს ტერორისტული თავდასხმის შედეგების გაანალიზებას ცდილობს. პერსონაჟები თავიანთ ტრავმებს უმკლავდებიან და ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელება უნდათ, თუმცა ეს, ერთი შეხედვითვე ცხადია, რომ შეუძლებელია. მამაკაცებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული წარსული აქვთ, მათ შორის საერთო არაფერია, თუმცა ბედისწერას სხვა სცენარს ამზადებს.
*დანიური ფილმების ინსტიტუტთან თანამშრომლობით