Giffoni 2022 – რეგისტრაცია

“თაობა” აცხადებს კონკურსს ჯიფონის საერთაშორისო კინოფესტივალის (იტალია) ქართველი მონაწილის შესარჩევად

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ, 2006 წლის 1 აგვისტოდან 2009 წლის 31 ივლისამდე დაბადებულ ნებისმიერ ახალგაზრდას.

კონკურსი ტარდება 2 ეტაპად:

    • განაცხადი – მონაწილეობის მსურველებმა პირველ ეტაპზე ინგლისურ ენაზე უნდა შეავსონ მოცემული ანკეტა.
    • გასაუბრება – შემოსულ განაცხადებს განიხილავს კომისია და საუკეთესო აპლიკანტებს დაიბარებს გასაუბრებაზე. გასაუბრების შედეგად მოხდება ფესტივალის ქართველი მონაწილის შერჩევა.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

    • განაცხადი უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
    • რეგისტრაცია დაუშვებელია მშობლის/მეურვის ნებართვის გარეშე.
    • “თაობა” და ჯიფონის კინოფესტივალი უზრუნველყოფენ შერჩეული მონაწილის იტალიაში ცხოვრებისა და კვების ხარჯების დაფარვას, ავიაბილეთი არ ფინანსდება.
    • მოგზაურობის თარიღები: 2022 წლის 20-31 ივლისი
    • ფესტივალის განმავლობაში შერჩეული მონაწილის განთავსება მოხდება ადგილობრივ მასპინძელ ოჯახში.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 აპრილი.

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ:
info@taobaff.ge
https://www.facebook.com/TaobaFF/

ჯიფონის კინოფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული კინოფესტივალია ევროპაში. 2022 წელს მისი 52-ე საფესტივალო გამოშვება ტარდება, რომელშიც 5000-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. საფესტივალო პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა და დისკუსიებისა, მოიცავს შეხვედრებს ცნობილ მსახიობებთან, გასართობ და სხვადასხვა აქტივობას.
მეტი ფესტივალის შესახებ: http://www.giffoniff.com/

რეგისტრაცია დასრულებულია