თაობა

ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მასშტაბური კინოფესტივალი ჩვენს რეგიონში, რომელიც 2018 წელს ეროვნული სასახლისა და კულტურის და განათლების ფონდის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა.

ფესტივალი ხელს უწყობს ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენას, ქვეყანაში კინოგანათლების განვითარებას და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზებას.

სიახლეები

ფესტივალის ახალი ამბები

2023 წლის საფესტივალო გამოშვება

თაობა 2023

მეექვსე საფესტივალო გამოშვება 2023 წლის 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით ჩატარდა. მასში ყოველდღიურად 350-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული. 

ძირითად საფესტივალო პროგრამაში ნაჩვენები იყო 17 ქვეყნის 30 მოკლემეტრაჟიანი და 11 სრულმეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის, გაიმართა 9 სრულმეტრაჟიანი ფილმის ქართული პრემიერა.  ახალგაზრდები შეხვდნენ კონკურსის მონაწილე ფილმების რეჟისორებსა და მსახიობებს.

“თაობა” დასრულდა 1 ოქტომბერს, “თბილისობის” ფარგლებში, ქართული ბენდის Mechanical Rainbow საჯარო კონცერტით ორბელიანის მოედანზე.