ახალგაზრდა კინოკრიტიკოსების სასწავლო კურსი
კინოფესტივალი “თაობა” ახალგაზრდა კინოკრიტიკოსებისთვის სასწავლო კურსს იწყებს!
პროექტის ფარგლებში, პროფესიონალი კინომცოდნის მენტორობით, 20 წინასწარ შერჩეული ახალგაზრდა ისწავლის კინოს ისტორიას, ფილმების ანალიზსა და რეცენზიებზე მუშაობას. პროექტის განმავლობაში ყოველ მონაწილეს მოუწევს სამი რეცენზიის დაწერა (ჯამში 60 ფილმი, როგორც ქართული, ასევე უცხოური კინოპროდუქცია). შექმნილი მასალები განთავსდება საიტზე www.filmeducation.ge
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ საჭირო თეორიული ცოდნა და პროფესიული უნარები. ასევე, შეძლებენ დაესწრონ კინოპრემიერებს კინოთეატრ ამირანში და მიიღებენ აკრედიტაციებს კინოფესტივალ „თაობაზე“.
განხორციელების პერიოდი: აპრილი-ივნისი, 2022
მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფი: 16-დან 20 წლის ჩათვლით.
შეხვედრები გაიმართება ფიზიკური ფორმით, ყოველ შაბათს ან კვირას, 16:30-დან 18:00-მდე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში (თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა N7).
ორგანიზატორები: ეროვნული სასახლე (კინოფესტივალი თაობა), მუზეუმების გაერთიანება, კულტურის და განათლების ფონდი, კინოთეატრი ამირანი
მხარდამჭერი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
პრესრელიზი – თაობა 2021 ჩვეული ფორმატით ჩატარდება
25-30 სექტემბერს თბილისი უმასპინძლებს საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის “თაობა” მე-4 გამოშვებას, რომელიც წელს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო მხოლოდ ქართველი ახალგაზრდა აუდიტორიისთვის გაიმართება.
საკონკურსო სექციებში 4 სრულმეტრაჟიანი და 19 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალი ასევე საშუალებას აძლევს 19-21 წლის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კინოხელოვნებით, პროექტის “თაობის აკადემია” ფარგლებში ქართველი კინოპროფესიონალების მასტერკლასებს დაესწრონ.
ფესტივალი 25 სექტემბერს კინოთეატრ ამირანში გაიხსნება “ჯიმ ბატონისა და ველური 13”-ის ქართული პრემიერით.
Taoba FF 2021-ის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი; იტალიის საელჩო საქართველოში; C. Bechstein Pianoforte AG; კინოთეატრი ამირანი.
კინოფესტივალის შესახებ:
კულტურის და განათლების ფონდისა და ეროვნული სასახლის მიერ 2018 წელს დაარსებული კინოფესტივალი, ერთადერთი ქარტული კინოფესტივალია, რომელიც სრულად ორიენტირებულია ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებზე, მათი შესაძლებლობების წარმოჩენაზე, ქვეყანაში კინოგანათლების განვითარებასა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზებაზე.
ფესტივალის მისიაა ახალგაზრდების კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების განვითარება და კინოხელოვნების საშუალებით მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე დიალოგის სტიმულირება.
“თაობაში” ასობით ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას, რომელთა შერჩევაც კონკურსის საფუძველზე ხდება, ახალგაზრდები უყურებენ მათთვის შერჩეულ ფილმებს, ერთვებიან დისკუსიებში, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში. ფესტივალის მონაწილეთა 25% რეგინებში მცხოვრები ახალგაზრდები არიან. ყოველ საკონკურსო კინოჩვენებას მოსდევს დისკუსია, რომლის დროსაც მონაწილეები განიხილავენ ფილმებში წამოდგენილ სოციალურ საკითხებს. ფესტივალის ბოლო დღეს მონაწილეები ხმას აძლევენ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმსს. გამარჯვებული ფილმების რეჟისორებს ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოები გადაეცემათ.
არსებობის ოთხი წლის განმავლობაში “თაობა” გახდა პლატფორმა კინოგანათლების პოპულარიზებისა და ახალგაზრდა აუდიტორიის ჩართულობის მხარდასაჭერად. 2020 წელს, მიუხედავად პანდემიური გამოწვევებისა, “თაობას” წარმატებული გამოშვება ჰქონდა: ძირითადი პროგრამა ფიზიკურ ფორმატში ჩატარდა. ფესტივალმა ასევე დააფუძნა კინოგანათლების პირველი ქართული პლატფორმა www.filmeducation.ge
III ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდა
25-30 სექტემბერს “თაობამ” სამი წლის იუბილე აღნიშნა.
COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების შესაბამისად, ფესტივალი მხოლოდ ქართველი მონაწილეებისთვის ჩატარდა.
ასობით ფილმს შორის, კინოპროგრამერების გუნდმა, საერტაშორიოს კონკურსებისთვი 20 მოკლემეტრაჟიანი და 4 სრულმეტრაჟიანი ფილმი შეარჩია.
ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდებმა ხმათა უმრავლესობიტ გამოავლინეს გამარჯვებული ფილმები:
სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი
უარყოფითი რიცხვები
რეჟისორი და სცენარის ავტორი: უტა ბერია
საქართველო, საფრანგეთი, იტალია,, 2020, 110 წუთი
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი
ღარიბი ბავშვის ტიპური სახელი
რეჟისორი: ემანუელე ალდროვანდი
იტალია, 2019, 15 წუთი
თაობის აკადემია 2020
2020 წლის 25 სექტემბერს ბოლნისის მუზეუმმა (საქართველოს ეროვნული მუზეუმი) თაობის აკადემიას უმასპინძლა, რომელშიც 45 ახალგაზრდა იყო ჩართული. 19-დან 22 წლამდე ასაკის სტუდენტები დაესწრნენ ახალგაზრდა, ქართველი კინოპროფესიონალების ლექციებს. მოწვეული სპიკერები იყვნენ:
- უტა ბერია – კინორეჟისორი
- დათა ფირცხალავა – კინორეჟისორი
- ნუცა წიქარიძე – დრამატურგი და პროდიუსერი
სპიკერებმა ასევე ისაუბრეს უტა ბერიას ახალი ფილმის “უარყოფითი რიცხვების” გადაღების პროცესზე, რომელიც წარდგენილია ფესტივალის სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში.
კორონავირუსის გავრცელების გამო ფესტივალი გადაიდო
მსოფლიოში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ფესტივალის გუნდმა მე-3 საფესტივალო გამოშვების 2020 წლის სექტემბრამდე გადადება.
შესაბამისად, ფესტივალის მონაწილეებისა და მოხალისეთა რეგისტრაციის ვადები გახანგრძლივდება. თაობა ასობით ახალგაზრდას აერთიანებს მრავალი ქვეყნიდან და მათი უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი ამოცანაა.
თაობა მადლობას უხდის მხარდამჭერებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და კინორეჟისორებს.
მეორე საფესტივალო გამოშვება
კულტურის და განათლების ფონდისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით 2019 წლის 11-15 აპრილს ჩატარდა საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა“ მეორე საფესტივალო გამოშვება. „თაობის“ მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება, მათთვის კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარების დახვეწაა.
2019 წელს ფესტივალის ძირითად პროგრამაში 13-18 წლის 300-მა ახალგაზრდამ (საქართველოდან, იტალიიდან, მაკედონიიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან) მიიღო მონაწილეობა. საერთაშორისო საკონკურსო სექციებში ნაჩვენები იყო 4 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და 28 მოკლემეტრაჟიანი ფილმი. გაძლიერებული საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს სფეროს პროფესიონალების მიერ ჩატარებულ ლექციებში.
საპილოტე პროექტის „თაობის აკადემია“ ფარგლებში კინოხელოვნებით დაინტერესებულ 50-მდე სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა დასწრებოდა პროფესიულ მასტერკლასებს (ქასთინგის მენეჯმენტი, კინომხატვრობა, დრამატურგია, რეჟისურა).
გაიმართა შეხვედრა იტალიაში მოღვაწე ქართველ მსახიობსა და მომღერალ ლუკა ჩიქოვანთან. „ფაბრიკას“ სახურავზე ჩატარდა 2 სრულმეტრაჟიანი ფილმის საჯარო ჩვენება, ნაჩვენები იქნა ლევან გაბრიაძის ფილმი „ჰარი ჰარალე დედაო“ და ჩატარდა შეხვედრა რეჟისორთან. გასართობი პროგრამა მოიცავდა ინტელექტუალურ თამაშს, DJ სეტსა და ქართველი და ამერიკელი ჯგუფების კონცერტებს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში. აღსანიშნავია ისიც, რომ კინოფესტივალმა „თაობა“ 2019 წელს მიიღო ევროპის ფესტივალების ასოციაციის ხარისხის ნიშანი „EFFE Label 2019-2020”.