Back

ფესტივალის საპატიო სტუმრები

ნანა ჯორჯაძე

დაიბადა თბილისში. 1966 წელს მუსიკალური სკოლა დაასრულა, ხოლო 1972 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. არქიტექტურაში რამდენიმეწლიანი კარიერის შემდეგ 1980 წელს თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ჩაერიცხა. მისი სამსახიობო დებიუტი მოხდა 1977 წელს ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად თემებზე“, ხოლო რეჟისორის სახით — 1979 წელს ფილმით „მოგზაურობა სოპოტში“. მისმა 1987 წლის ფილმმა „რობინზონიადა ან ჩემი ინგლისელი პაპა“ კანის კინოფესტივალზე „ოქროს ვიდეოკამერა“ მიიღო, და ამასთან კრიტიკოსთა და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა.

1990-იანებში ის საფრანგეთში გადავიდა და იქ რამდენიმე ფილმი გადაიღო, მათ შორის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ (1996), რომელიც პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული ფილმი გახდა ოსკარის ნომინაციით. იყო სან-სებასტიანის (1987), თელ-ავივის (1989), კანის (1992), პოტსდამის (1993), კარლოვი-ვარის (1997), ვენეციის (1997) საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი.

გიორგი (გოგი) ხოშტარია

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1964-1990 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში ლაბორანტად, უმცროს მეცნიერ მუშაკად, უფროს მეცნიერ მუშაკად. მისი ინტერესების სფეროებია ახალი და უახლესი დროის ქართული და ევროპული სახვითი ხელოვნება. 1990-1991 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. კითხულობდა ლექციებს თბილისის სამხატვრო აკადემიაში, თეატრალურ ინსტიტუტში, პედაგოგიურ ინსტიტუტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს I კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და ორი მონოგრაფიის ავტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

Taoba
Taoba
https://taobaff.ge