თაობამ საერთაშორისო საკონკურსო სექციებში განსახილველად 570-მდე ფილმი მიიღო. საფესტივალო პროგრამაში შეირჩა 23 მოკლემეტრაჟიანი და 1 სრულმეტრაჟიანი ფილმი. საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტსა და გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, პროგრამაში წარმოდგენილი იყო დამატებით 3 სრულმეტრაჟიანი ფილმი.
პროგრამისთვის ასევე შეირჩა 5 ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი. ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებას მოჰყვა კითხვა-პასუხი რეჟისორებთან, სცენარისტებსა და შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრებთან.
თაობის მონაწილეებმა ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოს გამარჯვებულები ორ კატეგორიაში გამოავლინეს:
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი
აურორა
გერმანია, 2017, 24 წუთი რეჟისორი: Philip Escobar Jung
1979 წელი. გერმანია, ალპები. ერთხელაც, როდესაც 8 წლის აურორა მამასთან ერთად კარგა ხანს აკვირდებოდა ვარსკვლავთცვენას, ისეთი რამ მოხდება, რაც მის შინაგან სამყაროს სამუდამოდ შეცვლის…
სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი
24 კვირა
გერმანია, 2016, 102 წუთი რეჟისორი: Anne Zohra Berrached
“24 კვირა” ასტრიდის ისტორიას მოგვითხრობს – კაბარეს შემსრულებლის, რომელიც 6 თვის ორსულია. ასტრიდი შეიტყობს, რომ მისი ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დაიბადება. მას და მის ქმარს, მარკუსს, შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ, მაგრამ ძალიან ცოტა დრო აქვთ. ძლიერი ხასიათის მქონე და ენამახვილი ასტრიდი თავს დაკარგულად გრძნობს. მისთვის შეუძლებელია კომედიური რუტინის გაგრძელება. მხოლოდ მას შეუძლია ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღება. რას გააკეთებს? ვინ გადაწყვეტს, ბავშვი სიცოცხლის ღირსია თუ არა?