TaobaFF 2021

პრესრელიზი – თაობა 2021 ჩვეული ფორმატით ჩატარდება

25-30 სექტემბერს თბილისი უმასპინძლებს საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის “თაობა” მე-4 გამოშვებას, რომელიც წელს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო მხოლოდ ქართველი ახალგაზრდა აუდიტორიისთვის გაიმართება.

საკონკურსო სექციებში 4 სრულმეტრაჟიანი და 19 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი.

ფესტივალი ასევე საშუალებას აძლევს 19-21 წლის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კინოხელოვნებით, პროექტის “თაობის აკადემია” ფარგლებში ქართველი კინოპროფესიონალების მასტერკლასებს დაესწრონ.

ფესტივალი 25 სექტემბერს კინოთეატრ ამირანში გაიხსნება “ჯიმ ბატონისა და ველური 13”-ის ქართული პრემიერით.

Taoba FF 2021-ის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი; იტალიის საელჩო საქართველოში; C. Bechstein Pianoforte AG; კინოთეატრი ამირანი.

კინოფესტივალის შესახებ:
კულტურის და განათლების ფონდისა და ეროვნული სასახლის მიერ 2018 წელს დაარსებული კინოფესტივალი, ერთადერთი ქარტული კინოფესტივალია, რომელიც სრულად ორიენტირებულია ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარებზე, მათი შესაძლებლობების წარმოჩენაზე, ქვეყანაში კინოგანათლების განვითარებასა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზებაზე.

ფესტივალის მისიაა ახალგაზრდების კრიტიკული, შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების განვითარება და კინოხელოვნების საშუალებით მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებზე დიალოგის სტიმულირება.

“თაობაში” ასობით ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას, რომელთა შერჩევაც კონკურსის საფუძველზე ხდება, ახალგაზრდები უყურებენ მათთვის შერჩეულ ფილმებს, ერთვებიან დისკუსიებში, საგანმანათლებლო და გასართობ აქტივობებში. ფესტივალის მონაწილეთა 25% რეგინებში მცხოვრები ახალგაზრდები არიან. ყოველ საკონკურსო კინოჩვენებას მოსდევს დისკუსია, რომლის დროსაც მონაწილეები განიხილავენ ფილმებში წამოდგენილ სოციალურ საკითხებს. ფესტივალის ბოლო დღეს მონაწილეები ხმას აძლევენ საუკეთესო მოკლემეტრაჟიან და სრულმეტრაჟიან ფილმსს. გამარჯვებული ფილმების რეჟისორებს ახალგაზრდა აუდიტორიის ჯილდოები გადაეცემათ.

არსებობის ოთხი წლის განმავლობაში “თაობა” გახდა პლატფორმა კინოგანათლების პოპულარიზებისა და ახალგაზრდა აუდიტორიის ჩართულობის მხარდასაჭერად. 2020 წელს, მიუხედავად პანდემიური გამოწვევებისა, “თაობას” წარმატებული გამოშვება ჰქონდა: ძირითადი პროგრამა ფიზიკურ ფორმატში ჩატარდა. ფესტივალმა ასევე დააფუძნა კინოგანათლების პირველი ქართული პლატფორმა www.filmeducation.ge

რესრელიზი Film New Europe-ზე

Comments are closed.