ფესტივალის მიერ შემუშავებულიო კურსი განკუთვნილია კინოკრიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
პროფესიონალი კინომცოდნის მენტორობით, 20 წინასწარ შერჩეული ახალგაზრდა სწავლობს კინოს ისტორიას, ფილმების ანალიზსა და რეცენზიებზე მუშაობას. მონაწილეების მიერ დაწერილი რეცენზიები განთავსდება საიტზე www.filmeducation.ge
სასწავლო კურსი ახალგაზრდებს აძლევს საჭირო თეორიულ ცოდნასა და პროფესიული უნარები. კურსის დასრულების შემდგომ, მონაწილეები შეძლებენ დაესწრონ კინოპრემიერებს კინოთეატრ ამირანში და მიიღებენ აკრედიტაციებს კინოფესტივალ „თაობაზე“.
განხორციელების პერიოდი: აპრილი-ივნისი, 2022
მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფი: 16-დან 20 წლის ჩათვლით.
ორგანიზატორები: ეროვნული სასახლე (კინოფესტივალი თაობა), მუზეუმების გაერთიანება, კულტურის და განათლების ფონდი, კინოთეატრი ამირანი
მხარდამჭერი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია