film critics

ახალგაზრდა კინოკრიტიკოსების სასწავლო კურსი

კინოფესტივალი “თაობა” ახალგაზრდა კინოკრიტიკოსებისთვის სასწავლო კურსს იწყებს!

პროექტის ფარგლებში, პროფესიონალი კინომცოდნის მენტორობით, 20 წინასწარ შერჩეული ახალგაზრდა ისწავლის კინოს ისტორიას, ფილმების ანალიზსა და რეცენზიებზე მუშაობას. პროექტის განმავლობაში ყოველ მონაწილეს მოუწევს სამი რეცენზიის დაწერა (ჯამში 60 ფილმი, როგორც ქართული, ასევე უცხოური კინოპროდუქცია). შექმნილი მასალები განთავსდება საიტზე www.filmeducation.ge

პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ საჭირო თეორიული ცოდნა და პროფესიული უნარები. ასევე, შეძლებენ დაესწრონ კინოპრემიერებს კინოთეატრ ამირანში და მიიღებენ აკრედიტაციებს კინოფესტივალ „თაობაზე“.

განხორციელების პერიოდი: აპრილი-ივნისი, 2022

მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფი: 16-დან 20 წლის ჩათვლით.

შეხვედრები გაიმართება ფიზიკური ფორმით, ყოველ შაბათს ან კვირას, 16:30-დან 18:00-მდე, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში (თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქუჩა N7).

ორგანიზატორები: ეროვნული სასახლე (კინოფესტივალი თაობა), მუზეუმების გაერთიანება, კულტურის და განათლების ფონდი, კინოთეატრი ამირანი

მხარდამჭერი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია