Back

თაობა 2022 4D Monster Lobsters-ის კონცერტით დასრულდა

მე-5 საფესტივალო გამოშვება, ორბელიანის მოედანზე, ქართული ბენდის 4D Monster Lobsters-ის კონცერტით დასრულდა. 2019 წელს ჩამოყალიბებულმა ქართულმა ბენდმა, ეფექტური და ფსიქოდელიური მუსიკის შექმნით, სწრაფად შეძლო ადგილობრივ მუსიკალურ სცენაზე საკუთარი ადგილის პოვნა. ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო EP სახელწოდებით Secret Missions, რომელსაც მოჰყვა ალბომი Solitary Days of Alien Abduction და კოლაბორაციული ალბომი ERTOBA & GARTOBA.

ორბელიანის მოდანი, რომელიც ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა კონცერტს, გამოფენას თუ ფესტივალს, 12 სექტემბერს „თაობას“ დაეთმო. კონცერტს, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზაციასთან „ქარავანი ორბელიანზე“ თანამშრომლობით 12 სექტემბერს ჩატარდა, 4 000-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

Taoba
Taoba
https://taobaff.ge