Taoba FF

თაობა 2018 – ანონსი

კულტურისა და განათლების ფონდის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთობლივი ორგანიზებით, 2018 წლის 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ტარდება საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“. პროექტი განხორციელდება საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

2019 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურ სახეს მიიღებს, როგორც კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კინოფესტივალი.

ფესტივალის მოდელი მორგებულია საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზე, რაც კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების ანალიტიკური აზროვნების დონის განვითარებას, მასტერკლასების და ლექციების საშუალებით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს.

„თაობა“ უკვე თანამშრომლობს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

პროექტის მიზანი ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება და კინოხელოვნების საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენებაა.

Comments are closed.