2018 წლის 17 იანვარს, კულტურისა და განათლების ფონდის (CEF) სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნინო ქავთარაძემ და ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის საფუძველზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე ოფიციალურად გახდა ახალგაზრდული საერთაშორისო კინოფესტივალის “თაობა” მასპინძელი და თანაორგანიზატორი.